კომენდანტის საათთან ერთად ხვალიდან უქმდება ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები. თუმცა აღნიშნული შემსუბუქება არ ვრცელდება ტაქსებზე. შეზღუდვები რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალურ ტრანსპორტზე. განცხადება საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გააკეთა.