საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით იმოქმედებს - 23 მაისს მოიხსნება 

21 მაისი 2020, 15:51 2364 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის ჩათვლით და მოიხსნება 23 მაისს. 

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თითოეული შეზღუდვის შემსუბუქებაზე მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო, მთავრობის, ეპიდემიოლოგებისა და მედიკოსების მონაწილეობით.

„გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გაჟღერდა, უკავშირდება იმას, რომ  22 მაისის შემდეგ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ იქნება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ეს გულისხმობს, რომ შეზღუდვა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და შეზღუდვა მოიხსნება 23 მაისს. რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, როგორც აქამდე ყოველ კონკრეტულ შეზღუდვაზე მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო მთავრობის, ეპიდემიოლოგებისა და მედიკოსების მონაწილეობით და როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ეს შეზღუდვები იქნება ეტაპობრივად მოხსნილი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი