ბათუმის ბულვარში აკრძალვების მიუხედავად ატრაქციონებითა და სავარჯიშო მოედნებით მაინც სარგებლობენ

21 მაისი 2020, 12:59 2317 ნახვა

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონებითა და სავარჯიშო მოწყობილობებით სარგებლობა ამ დრომდე აკრძალულია. აღნიშნული ადგილები სპეციალური ლენტებითაა შემოსაზღვრული და გაკრულია განცხადებაც. 

შეზღუდვის მიუხედავად მოქალაქეები ლენტს მიღმა გადადიან და მაინც ვარჯიშობენ. 

აჭარის მაუწყებელი ბულვარის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. ირაკლი ჯინჭარაძის განცხადებით, დარღვევებს მასობრივი ხასიათი არ აქვს, თუმცა ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. დირექტორის განმარტებით, მაკონტროლებლები მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევენ და ისინიც ტერიტორიას ტოვებენ. აკრძალვების პერიოდში მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ და არცერთი პირი არ დაუჯარიმებიათ. 

ბულვარში არსებული ატრაქციონების გახსნა 29 ივნისამდე არ იგეგმება, თუმცა შესაძლებელია ადმინისტრაციამ ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებისა და შესაბამისი უწყებების რეკომენდაციით, თარიღი შეცვალონ. 

ბულვარის დირექტორი ამბობს, რომ აღნიშნული შეზღუდვის მოხსნის თხოვნით, ადმინისტრაციას მოქალაქეები ხშირად მიმართავენ. 

მაუწყებელი დაინტერესდა, ხდება თუ არა ტრენაჟორების დეზინფექცია. ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომ აკრძალვების პერიოდშიც კი სპეციალისტები მოწყობილობებს, დღეში ერთხელ სველი წესით ასუფთავებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი