საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ათენიდან განხორციელდება. რომლითაც საქართველოში 180 პირი დაბრუნდება. მათ შორისაა არასრულწლოვნები, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმულები. ისინი 14 დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან.
19 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20 ათას 919 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 12 ათას 40 პირი.