''სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ 21:00 საათიდან 21 მაისის 12:00 საათამდე, ბათუმში 5424 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.
გაზის გაეთიშებათ ინასარიძის, კობალაძის, ფიროსმანის, აბუსერიძის, გენერალ აბაშიძისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
''21 მაისის 12 საათიდან გაზმომარაგება აღდგება ეტაპობრივად. კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და თხოვნით მიმართავს მათ, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის მოწყობილობები, ჩართვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ სოკარის ცხელ ხაზზე 16114'' - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.