საქართველოში დღეს კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გვაქვს, თუმცა კვლავ მეტია გამოჯანმრთელებული, კლინიკების ნაწილში იკლებს ახალი პაციენტების რაოდენობაც. მაგალითად აჭარაში კლინიკა მედალფაში მხოლოდ 2 პაციენტი რჩება, რეგიონში ახალი შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ არ გამოვლენილა. შესაბამისად სულ ქვეყანაში 701 დადასტრურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა, ლუგარის ლაბორატორიის ახალი მონაცემები, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.