დღეს ლგბტ საზოგადოება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
22 მაისამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რა დროსაც ყოველგვარი აქცია -მანიფესტაცია იკრძალება, შესაბამისად "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღირსების მარში წელს არ ჩატარდება, თუმცა გაიმართება ონლაინ დემონსტრაცია სოციალური ქსელით.