ოპოზიციური პარტიების განცხადება და “ქართული ოცნების” პოზიცია აჭარის მაუწყებელზე

15 მაისი 2020, 18:50 1788 ნახვა

აჭარაში მოქმედმა  ოპოზიციურმა პარტიებმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მიიჩნევენ, რომ   მმართველი გუნდი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ერევა. მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწვეტილებას, გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ კი  დაუსაბუთებელს უწოდებენ.  ისინი მაუწყებელში , მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელობას   ბიძინა ივანიშვილს,  ქართული ოცნებასა და აჭარის უმაღლეს საბჭოს აკისრებენ. აცხადებენ რომ მმართველმა გუნდმა, პოლიტიკური ნიშნით დააკომპლექტა მოქმედი მრჩეველთა საბჭო, რომლმაც მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე აირჩია. მრჩეველთა საბჭოს მოუწოდებენ, რომ დაიცვან გათავისუფლებული ჟურნალისტების უფლებები. მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე რეაგირებისკენ კი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს მოუწოდებენ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი,, ქართული ოცნებიდან’’ აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებების განხორციელების უფლება  ორგანიზაციაში აქვს  დირექტორს და უმაღლესი საბჭო შიდა საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა. რაც შეეხება მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტებას, ლადო მგალობლიშვილი უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, რომ მრჩევლების არჩევა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

ოპოზიციური პარტიების ერთიან განცხადებას გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადმინისტრაცია. მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი, ირწმუნება რომ  ჟურნალისტები  კანონიერად და სამართლიანად არიან გათავისუფლებულები და  ყველა გათავისუფლების უკან კონკრეტული ადმინისტრაციული გადაცდომები ფიქსირდება.  ემზარ პაქსაძე ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას დაუსაბუთებელს  უწოდებს. მისივე თქმით,  მაუწყებელი სხვა გადაწვეტილებას ვერ მიიღებდა,რადგან მათი გუნდში ყოფნა  საერთო მიზნის მიღწევას შეუშლიდა ხელს. მრჩველთა საბჭოში კი  აცხადებენ, რომ მაუწყებლის საქმიანობაში პოლიტიკური პარტიები არ უნდა ერეოდნენ. თამილა დოლიძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მუშაობა თავისუფალია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი