საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ამსტერდამიდან განხორციელდება. ამ რეისით საქართველოში181 პირი დაბრუნდება, მათი უმრავლესობა ტრანზიტული მგზავრია აშშ-დან, პერუდან, ერაყიდან, ირლანდიიდან, კატარიდან და საფრანგეთიდან.
15 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20 ათას 302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 11 ათას 46 მოქალაქე.