Covideo- ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალს ახალი სექცია დაემატა. ფესტივალის ორგანიზატორები, პროფესიონალ კინორეჟისორებსა და მოყვარულებს, საშუალებას აძლევენ იზოლაციის პირობებში დანახული სამყარო ფირზე გადაიტანონ. მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღება უკვე დაწყებულია და 1 აგვისტომდე გაგრძელდება. 10 აგვისტოს კი ჟიური 20 ფილმს შეარჩევს.
ფილმი გადაღებული უნდა იყოს მიმდინარე წლის მარტი- ივნისის პერიოდში, ქრონომეტრაჟი კი 1 -დან 5 წუთს უნდა აკმაყოფილებდეს. ბათუმი საავტორო ფილმების 15- საერთაშორისო ფესტივალს 13-დან 20- სექტემბერის ჩათვლით უმასპინძლებს. კინოფესტივალზე მხატვრულ დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან საკონკურსო ფილმებს აჩვენებენ, ასევე წარმოდგენილი იქნება არასაკონკურსო ფილმებიც და ახალი სექცია. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასების გამართვაც.