ფერმერებს მიწების დასამუშავებლად საჭირო საწვავით უზრუნველყოფაში სახელმწიფო დაეხმარება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა სოფლის მეურნოების განვითარების გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
პროგრამის თანახმად, სახელმწიფო 0,25 ჰა-დან 100 ჰა-ს ჩათვლით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელებს აგროსამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავს ბაზარზე არსებულ ფასზე დაახლოებით 1 ლარით იაფად გადასცემს.
"წლის განმავლობაში ფერმერებს ერთ ჰექტარზე ჭირდებათ დაახლოებით 150 ლიტრი დიზელის საწვავი. მაქიმალური ლიმიტრი მათთვის იქნება 15 000 ლიტრი საწვავი, რაც ძალიან დიდი შეღავათია. პროგრამა იქნება გრძელვადიანი. მისი ინიციატორი იყო პრემიერი. ჩვენ მოვახდინეთ სპეციალური შეთანხმება და მოლაპარაკება საწვავის მსხვილ მომწოდებლებთან. ამაზე ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია და ამ პროგრამით სარგებლობას ჩვენი ფერმერები შეძლებენ უკვე 20 მაისიდან.პროგრამაში ჩასართველად რეესტირდან ფერმერებს შეუძლია მიიღონ სპეციალური ამონაბეჭდი, ამისთვის სპეციალური პროგრამა სამინისტროს მიერ უკვე მომზადდა."-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.