მკაცრი პირობების დაცვით შესაძლებლად მიმაჩნია ტურისტული სეზონის გახსნა - პაატა იმნაძე

11 მაისი 2020, 23:36 1889 ნახვა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით აჭარაში ტურისტული სეზონი არ უნდა ჩავარდეს, მაგრამ ისე ვერ გაგრძელდება როგორც ადრე იყო. მისი თქმით საჭიროა დისტანცირების დაცვა ყველგან. „ევროპის ბევრი ქვეყანა ამჟამადაც მუშაობს სტანდარტების დადგენაზე, რომლებსაც ჩვენც გაგვიზიარებენ, ასე რომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ“-ამის შესახებ მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" ისაუბრა.

"ჩვეულ რეჟიმში ნამდვილად ვერ ჩატარდება, არამგონია ეს რეალისტური იყოს, მაგრამ წესების და მკარი პირობების დაცვით მე აბსოლუტურად შესაძლებლად მიმაჩნია ტურისტული სეზონის გახსნა, ამისათვის კი ჩვენმა მოსახლეობამ და იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან დაკავებული ტურისტულ ბიზნესში, ყველა რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ" - აცხადებს პაატა იმნაძე  

მისი თქმით საქართველოში, ტურისტულ სექტორს, ძალიან კარგი გამოცდილება აქვს, რადგანაც თითქმის ყველა სასტუმროში მოწყობილი იყო საკარანტინე სივრცეები, რის შედეგადაც წესების და რეკომენდაციების დაცვის მხრივ კარგი გამოცდილება დააგროვეს, რომლის დაცვა ტურისტული სეზონის პერიოდშიც იქნება აუცილებელი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი