„კრიზისი როგორც ეკონომიკური შესაძლობლობა „ - ეს პრემიერ-მინისტრის ახალი დევიზია, რომელიც ბათუმში ტურისტული სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გაახმოვანა. გიორგი გახარიამ კონკრეტული გზავნილები გააჟღერა. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველ ქვეყანაა, სადაც ტურიზმის დარგი ადრე ამუშავდება. 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურისტული სერვისების მიწოდება დაიწყება, 1-ლი ივლისიდან კი საქართველოში უცხოელი ტურისტები შემოვლენ.
მთავრობის მეთაურმა, აჭარაში კონკრეტული ჯგუფის შექმნაც დაანონsა, რომელიც ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმუშავებს. ჯერ ისევ უცნობია, როგორ ამუშავდება კერძო სექტორი და შეძლებენ თუ არა ტურისტების მიღებას?