აჭარაში სავალდებულო კარანტინს ამ ეტაპზე 1340 ადამიანი გადის. მოქალაქეები 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. რეგიონში საკარანტინო სივრცეების მართვა-ორგანიზებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ახორციელებს.
ჯამში, რეგიონში საკარანტინო სივრცეები 27 სასტუმროშია განთავსებული, სადაც ბოლო ორი თვის განმავლობაში კარანტინი საქართველოს 5 018 მოქალაქემ გაიარა. კარანტინში მყოფი მოქალაქეების უზრუნველსაყოფად აჭარის ბიუჯეტიდან 7,3 მილიონი ლარია გამოყოფილი. კარანტინში მყოფი პირების გასამხიარულებლად სხვადასხვა ბენდი ზრუნავს.