მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 75 წელი გავიდა

09 მაისი 2020, 11:40 1993 ნახვა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, – საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, – გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა.დღეს ვაკის პარკში საკმაოდ ბევრი ხალხი შეიკრიბა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ღვაწლმოსილი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური ვალდებულება უნდა იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,  ვაკის პარკში განაცხადა და ვეტერანებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე მიულოცა. დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და და ქართველების როლზე  ისაუბრა  თავდაცვის მინისტრმა .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი