8 მაისის ღამის საათებიდან 9 მაისის დილამდე, გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების შედეგად, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, წვიმა, ზოგან თქეშის სახით და ელჭექი, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
ზღვაზე ღელვა 2-3 ბალი, საზღვაო ტრანსპორტისთვის ხილვადობა იქნება შეზღუდული.
აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი ხანმოკლე წვიმის სახით იქნება, მაგრამ იქროლებს ძლიერი ქარი, მხოლოდ კახეთშია შესაძლებელი სეტყვა.