ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომლითაც ტურისტული სექტორი ისარგებლებს.
შეღავათები ტურისტულ სექტორს:
1. 9 თვით გადავადდა საშემოსავლო გადასახადი
2. 2020 წელს გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან;
3. 20 მლნ ბრუნვის მქონე სასტუმროებს მთავრობა დაუსუბსიდირებს 5 მლნ ლარის სესხის 80 %
4. ტურისტულ სექტორს დაუსუბსირდება ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა
5.ტურისტულ სექტორს ჯანმოს სტანდარტების დანერგვაში მთავრობა დაეხმარება