გიორგი გახარიას განცხადებით საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ შეზღუდვების მოხსნის მხრივ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას უფრო სწრაფად.
პრემიერის განმარტებით 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება. გარდა ამისა გაიხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, გარდა ობიექტებისა რომლებიც ვაჭრობენ ტანსაცმლით და ფეხსაცმლით.
"დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ ბიზნესის ამოქმედებისთვის ნაბიჯები გადავდგათ უფრო სწრაფად. ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე ჯამრთელობის, სიცოცხლის და ეკონომიკის ფრონტზე. ეკონომიკა არის პრიორიტეტი ნომერი ერთი ეს არის შემოსავალი თითოეულ ჩვენს ოჯახში აქ ჩვენ ვალდებულები ვართ ვიყოთ კიდევ უფრო ეფექტურები. თითოეულ ჩვენ მოქალაქეს მინდა მოვუწოდო დაიცვას სოციალური დისტანცია და პირბადის ხმარების წესები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
11 მაისიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას და ყველა სახის საცალო - საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და არ ვაჭრობს ტანსაცმელით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს"-განაცხადა გიორგი გახარიამ.