დღეს ამსტერდამიდან 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება. კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს ნიდერლანდებიდან მესამე ჩარტერული რეისია. მგზავრთა შორის არიან ონკოლოგიური პაციენტები, ფეხმძიმე ქალბატონები, სტუდენტები და მეზღვაურები.
ასევე, ამ რეისით ისარგებლებენ ტრანზიტული მგზავრები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ყველა მგზავრი ჩამოსვლის შემდეგ სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის. ასევე, ამსტერდამიდან 15 მაისს შესრულდება ჩარტერული რეისი, ტრანზიტული მგზავრებისთვის, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდებიან მოქალაქეები ამერიკიდან. 9 მაისს შესრულდება ბერლინი-თბილისის რეისი.