კვლევითი ორგანიზაცია თვეების განმავლობაში ცდილობდა დაედგინა, ვინ იდგა იმ ყალბი ანგარიშების უკან, რომლებიც ძირითადად, პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებოდა. როგორც ირკვევა, გვერდები მმართველები საშინაო პოლიტიკის შესახებ ახალ ამბებს აქვეყნებდნენ, მათ შორის : არჩევნებზე, სამთავრობო პოლიტიკაზე, ოპოზიციაზე. აღნიშნულია, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ჟურნალისტებზეც. 511 გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 56 ანგარიში კომპანია „ეს პერსონას“ ეკუთვნის, ამ კომპანიასთან კოკა ყანდიაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის კავშირზე ვრცლად წერს ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია, სოციალურმა ქსელმა წაშალა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული 100-მდე სხვადასხვა გვერდიც. „ქართულ-ოცნებაში“ ამბობენ, რომ ყანდიაშვილს კავშირი 2014 წლის შემდეგ არ აქვს და ანგარიშში საერთოდ არ არის ნახსენები კონკრეტულად „ქართული-ოცნება“ თუმცა საუბარია „ნაციონალურ მოძრობაზე“.
რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა კოკა ყანდიაშვილმა, როგორც ის ამბობს. „ არახალია, რომ «ნაციონალური მოძრაობა» ყველა ხერხით მებრძვის 2004 წლიდან. არც ისაა ახალი, რომ არასდროს დავიღლები ამ ბოროტ ძალასთან ბრძოლით. დიახ, ზუსტად ნაციონალური მოძრაობის მიზანი იყო, ჩამოვეშორებინე ჩემს საყვარელ საქმეს - ტელევიზიას… გამოუვიდათ კიდეც. მაგრამ, ვერავინ ამიკრძალავს შევქმნა მედია საშუალებები და ხალხს გავაგებინო სიმართლე, რომელიც ხან პარტიებს არ მოსწონთ და ხანაც ბიზნესებს… 2014 წლიდან, აღარ ვარ საჯარო სამსახურში. მე არ ვყოფილვარ და არ ვარ «ქართული ოცნების» თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ.“