Facebook-მა ასობით ქართული ანგარიში წაშალა

06 მაისი 2020, 17:59 1315 ნახვა

ფეისბუკმა წაშალა Eსპერსონა-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 56 ანგარიში წაშალა. მედიაპლატფომა „ეს პერსონა“ ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის სახელს უკავშირდება.

გარდა ამისა სოციალურმა ქსელმა წაშალა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული 100-მდე სხვადასხვა გვერდი.  ქართულ-ოცნებაში ამბობენ, რომ ყანდიაშვილს კავშირი 2014 წლის შემდეგ არ აქვს და ანგარიშში საერთოდ არ არის ნახსენები კონკრეტულად ქართული-ოცნება, სამაგიეროდ ნახსენებია ნაციონალური-მოძრობა, ხელისუფლების ოპონენტები ანგარიშში მათთან დაკავშირებულ გვერდებს რუსეთის მხრიდან პროვოკაციას უწოდებენ და ტროლებისა და ბოტების გამოყენებას გამორიცხავენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი