ონლაინ შეხვედრა პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის გაცნობის მიზნით. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ონლაინ კონფერენცია ,,ბუღალტერთა კავშირის“ წევრებთან გამართა.
მხარეებმა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ კომპენსაციებსა და საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრეს.