აჭარაში ეკონომიკური პოლიტიკის და სტრატეგიის დაგეგმვაზე ექსპერტთა საბჭო იზრუნებს

05 მაისი 2020, 15:50 1325 ნახვა

რეგიონში ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის დაგეგმვაზე დღეიდან ეკონომიკურ ექსპერტთა საბჭო იზრუნებს.  აკადემიური წრეებისგან შემდგარი გუნდი საგანგებო და კრიზისული სიტუაციის ფარგლებში მოამზადებს სპეციალურ  რეკომენდაციებს,რომელსაც ბიზნეს სექტორსა და შესაბამის სამთავრობო უწყებებს წარუდგენენ. საბჭოს მუდმივმოქმედი და მოწვეული წევრები  რეგიონის ეკონომიკური განვითარების ანალიზს შეიმუშავებენ და განსაზღვრავენ პრიორიტეტულ მიმართულებებს.

"საბჭოს მიზანია მიმდინარე და შემდგომი დაძლევის საკითხებში ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად ხელისუფლებასა და ბიზნეს. ასევე შევქმნათ მათთან ურთიერთობის და თანამშრომლობის სხვადასხვა ტიპის ფორმატები და ძალიან მნიშვნელოვანია მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებების და პროცესების შესახებ"- განაცხადა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი