დღიდან სრულად აღდგა სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვა ბათუმსა და ქუთაისში. ამ ეტაპზე შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში. თუმცა ჯერჯერობით რჩება ბლოკ-საგუშაოები, სადაც თერმოსკრინინგი ჩატარდება. დღეიდან მუშაობა განაახლეს ავტოსარემონტო კომპანიებმა. თუმცა შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება არ გულისხმობს ავტონაწილებით ვაჭრობას, მათი შეძენა მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას იქნება დასაშვები. დღეიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე და ასევე, სამშენებლო მასალების მწარმოებელი ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს. ყვლეა კომპანია ვალდებულია შეასრულოს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები.