ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები უქმდება

04 მაისი 2020, 20:04 1910 ნახვა

სამშენებლო სამუშაოების განახლების პარალელურად, ხვალიდან მოიხსნება გადაადგილების შეზღუდვები ბათუმსა და ქუთაისში.  თუმცა შესვლა და ქალაქიდან გასვლა, თბილისსა და რუსთავში კვლავ შეზღუდულია. პრემიერმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე ამ შეზღუდვების მოხსნაც შესაძლებელი იქნება. ამ ფონზე რამდენიმე მუნიციპალიტეტში კვლავ სრული კარანტინი იმოქმედებს. მათ შორის ჩაკეტილი რჩება ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელი, რომელიც აჭარაში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი იყო. ძალაში რჩება კომენდანტის საათიც.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი