ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვები მოიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
"ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები თბილისსა და რუსთავში და ეს პირდაპირაა დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე მომიჯნავე რაიონებში,"- განაცხადა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვები რუსთავსა და თბილისშიც მოიხსნება.