ვენა-თბილისის სპეცრეისით საქართველოში 110 მოქალაქე დაბრუნდა. მგზავრებმა აეროპორტში გაიარეს სამედიცინო შემოწმება და საკარანტინო სივრცეებში გადანაწილდნენ.
14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:
5 მაისი - ათენი-თბილისი;
7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი;
9 მაისი - ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.
1 მაისის მონაცემები სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 9,212 მოქალაქე.