24 საათში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 16-ით გაიზარდა

02 მაისი 2020, 11:03 1397 ნახვა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 16-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 582 დადასტურებული შემთხვევაა. გაიზარდა განკურნებული პაციენტების რაოდენობაც და ამ ეტაპზე ჯამში 207 გამოჯანმრთელებული პაციენტია.

შვიდამდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობაც.

გუშინდელი მონაცემებით იცით, რომ ქვეყანაში გვყავდა 566 პაციენტი, დაგვემატა 16დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს 582შემთხვევა, გამოჯანმრთელებული ქვეყანას დაემატა 23 გვყავდა 184 და ახლა არის 207.

შვიდი ახალი შემთხვევა დაემატა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს. ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

"ამ ეტაპისთვის კლინიკები სადაც ინფიცირებული პაციენტები არიან 368 პაციენტი მკურნალობს. ყველა ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. ჩვენთან გუშინ გაეწერა ერთი გამოჯანმრთელებული და გახდა 68, გვყავდა 40 ინფიცირებული დაგვემატა 7 ახალი შემთხვევა. ამ შვიდიდან ერთი არის მძიმე კრიტიკული მდგომარეობით ეს არის მაღალი ასაკის პირი, რომელსაც თან არსებული დაავადებებიც აქვს, ასევე ამ შვიდში არის სამი მოზარდი ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვყავდა 11 მოზარდი აქედან ერთი გუშინ გაეწერა დაემატა სამი და ამ ეტაპზე 13 მოზარდი გვყავს. ჩვენს კლინიკაში დადასტურებული 47 შემთხვევიდან ერთი მძიმე გვყავს, 5 პნევმონიით. ჩვენს კლინიკაში არცერთი მედ პერსონალი არ არის კოვიდ ინფიცირებული"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში