სესხის და ლიზინგის სუბსიდირების პროგრამა ერთი წლით გახანგრძილვდა, იზრდება თანადაფინანსების პროცენტიც

01 მაისი 2020, 15:29 2242 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გადაწყეტილებით განახლდა სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების პროგრამა.

სამინისტროს გადაწყვეტილებით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსება ერთი წლით გახანგრძლივდება და აქამდე არსებული 24 თვის ნაცვლად, 36 თვე იქნება.

მინისტრის განცხადებით, იზრდება თანადაფინანსების პროცენტიც, თუ აქამდე სახელმწიფო ბიზნესს მხოლოდ სესხის 7%-უსუბსიდირებდა, სამომავლოდ სახელმწიფო სესხის 11,5% დაასუბსიდირებს.

"სამი წლის განმავლობაში დახმარების მიმღები ბიზნესი შეძლებს, რომ პრაქტიკულად მინიმალური პროცენტით ქონდეს საბანკო სესხი, რადგან დანარჩენს სახელმწიფო დაასუბსიდირებს. დღეს ბიზნეს გაუწირდა, ბანკებსაც გაუჭირდება მარტივად სესხის გაცემა, ამიტომ მზად ვართ სესხის პროცენტი გავზარდოთ და თითქმის მთლიანი სესხის ოდენობა, 11,5% დავასუბსიდიროთ სახელმწიფო სახსრებით. ეს ბიზნესს საშუალებას მისცემს მოითბონ ხელი და ფაქტიურად უპროცენტო სესხით ისარგებლონ"-განაცხადა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ნათია თურნავამ.

აქამდე სესხის მინიმალური ზღვარი იყო 150 000 ლარი, ამიერიდან სესხის მოცვა იზრდება და 50 000 ლარის სესხიც კი პროგრამის დახმარების საგანი ხდება. 

სამინისტროს გადაწყვეტილებით დაიშვა საბრუნავი საშუალებების შეძენა, რაც აქამდე არ ხდებოდა. 

"კომპანიებს დაჭირდება ფული, რომ გაისტუმრონ ხელფასები, მიმდინარე დავალიანებები, ამიტომ მიდგომა შევცვალეთ და 50%-მდე ასეთი ტიპის დაფინანსებას დავეხმარებით"-განაცხადა ნათია თურნავამ.

პროგრამა სამინისტრომ 5 წლის წინ დაიწყო და დღემდე 500-ზე მეტი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესი შექმნილია ამ პროგრამით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი