მრჩეველთა საბჭო მაუწყებლის დირექტორის ანგარიშს ისმენს

30 აპრილი 2020, 15:06 1795 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს.   მრჩეველთა საბჭოს წევრმა გია ქარცივაძემ კითხვები დაუსვა დირექტორს. მოითხოვა პასუხი რატომ გაჩერდა გადაცემა  ჰეშთეგი რომელსაც დისტანციურად მუშაობის გამოცდილება გააჩნია.

დირექტორმა უპასუხა რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შენობაში ბევრი თანამშრომლის მუშაობა უსაფრთხო არ არის.  გია ქარცივაძე ასევე დაინტერესდა  თანამშრომელთა ნაწილის კოლექტიურ მიმართვაზე, რაზეც დირექტორმა უპასუხა, რომ  მოლაპარაკება შეწყვიტა, რადგან მისი თქმით მოთხოვნები არალეგიტიმური იყო.

სხდომაზე პირველი საკითხი დირექტორის მიერ კვარტალური ანგარიში იყო გიორგი კოხრეიძემ წარადგინა ბოლო სამი თვის განმავლობაში ვებ გვერდისა და მაუწყებლის ფეისბუქ გვერდის ვიზიტორთა რაოდენობის მაჩვენებელი.    

ასევე ანგარიშში შევიდა თბილისის ბიუროში ახალი თანამშრომლის კონკურსით შერჩევა და ახალი ამბების სამსახურში ახალი თანამშრომლების აყვანის საკითხი.   რადიოს საინფორმაციო გამოშვებას 9 და 10 საათიანი გამოშვებები დაემატა.

ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული და  ვრცლად სხდომის დეტალებზე უკვე 6 საათიან გამოშვებაში ვისაუბრებთ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი