გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გვაქვს, თუმცა ამასთანავე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. 15 ინფიცირებულიდან, ერთს ვირუსი აჭარაში დაუდასტურდა, ის საქართველოში 1 კვირის წინ თურქეთიდან შემოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა. დღესვე, ცნობილი გახდა, რომ გაიზარდა იმ მოქალაქეთა წრე, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ. მასობრივი შემოწმება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან.