გაფართოებული ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბინადრებს  ჩაუტარდებათ

28 აპრილი 2020, 14:24 1350 ნახვა

გაფართოებული ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბინადრებს  ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ტესტირების მიზანი ამ ჯგუფების ინფექციის გავრცელებისგან დაცვაა.

"გაფართოებილი ტესტირების ფარგლებში მოწყვლადი ჯგუფები: მოხუცებულთა თავშესაფრები, ისეთი პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები, როგორც ზრდასრულები, ასევე ბავშვები ჩაერთვებიან ტესტირებებში, იმისათვის, რომ ამ ჯგუფების დეტალური შესწავლა მოხდეს და არ მოხდეს ამ ინფექციის  გავრცელება, რაც იქნება სარისკო მათთვის.

ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ ტესტირება ხვალიდან, თუმცა პროცედურების დასრულების შემდეგ თარიღს ზუსტად გამოვაცხადებთ"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თავდაცვის ძალების ტესტირება დაწყებულია, სამღვდელოებაშ ისინი ატარებენ იმ მიზნობრივ ტესტირებას იმის მიხედვით თუ რა საჭიროება დგას, ჟურნალისტებთანაც მიმართებაშიც გარკვეული კლასტერის დაფიქსირების შემდეგ იქნება დეტალურად გამოკვლეული ის ჯგუფები, რომლებიც კვლევას საჭიროებენ და ამ მხრივ შეფერხება არ იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი