თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი - ჩაკეტილი ქალაქები ღიაა მხოლოდ დღეს და მხოლოდ მათთვის, ვისაც ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნება სურს.
ამ ქალაქებში შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვა ორდღიანი შეღავათის შემდეგ, დღეს, საღამოს 9 საათიდან, კომენდანტის საათის ამოქმედებისთანავე, ისევ ძალაში შევა.შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი გუშინ ამოქმედდა, შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით, უკვე სრულად დაშვებულია მანქანების გადაადგილება და ტაქსების ოპერირება.
თუმცა მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ დილის 6 საათიდან საღამოს 9-მდე, კომენდანტის საათის ამოქმედებამდე.