დღეს სპეცრეისით დანიასა და სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან. „საქართველოს ავიახაზების„ სპეცრეისი კოპენჰაგენის მიმართულებით რამოდენიმე საათში გაფრინდება. თვითმფრინავი დანიაში 22 ქართველ მეზღვაურს სამუშაოდ გადაიყვანს. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ინფორმაციით, მეზღვაურები ფრონტის წინა ხაზზე არიან და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. მეზღვაურებს covid 19 - ზე შემოწმება გავლილი აქვთ.