აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომა 30 აპრილისთვის გადაიდო. მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დასახელდა. სხდომა დისტანციურად უნდა წარმართულიყო. შესაბამისად მრჩევლებმა, დღის წესრიგით გავთვალისწინებული, მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის კვარტალური ანგარიში ვერ მოისმინეს.
ასევე, განსახილველ თემად არ იყო შეტანილი შეტანილი BBC-ის დოკუმენტური ფილმებისა და სერიალების შესყიდვების დამტკიცების საკითხი. ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის გამო, მაუწყებლის ეთერში შემოქმედებითი გადაცემები შეჩერებულია, ამის გათვალისწინებით მრჩეველთა საბჭოს წევრი, თამილა დოლიძე ითხოვს პრიორიტეტების შეჩერებასაც.