პაატა იმნაძე - ბოლო 24 საათში 822 ტესტი გაკეთდა, საიდანაც კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა

26 აპრილი 2020, 14:59 1472 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა და მათგან 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.პაატა იმნაძის  თქმით, დღეისთვის ქვეყანაში 12 ათასზე მეტი ტესტია ჩატარებული. სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი მოსახლეობას კვლავ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, ამბობს რომ მეგობრებთან საქეიფოდ გადასვლა სახლში დარჩენა არ ნიშნავს  და შედეგებს ჩვენ დღეს ვიმკით.

როგორც იცით დღეს ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, ის  83 წლის ქალი იყო, რომელსაც თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში