სახალხო დამცველის რეკომენდაციები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს

26 აპრილი 2020, 13:08 1914 ნახვა

სახალხო დამცველის რეკომენდაციები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს. ნინო ლომჯარიას 20 გვერდიან დოკუმენტში საუბარია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებზე, კონკრეტულად კი შორენა ღლონტისა და თეონა ბაკურიძის სამსახურიდან გათავისუფლებასა, ასევე  მაია მერკვილაძისთვის  შტატის გაუქმებაზე.

რის შედეგად მოხდა მერკვილაძისა და ღლონტის სხვა პოზიციაზე გადაყვანა.სახალხო დამცველის შეფასებით აღნიშნული პროცესები რიგი დარღვევებით მოხდა. ნინო ლომჯარია   რეკომენდაციით მიმართავს გიორგი კოხრეიძეს იმსჯელოს შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მათი ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის და შესაბამისი განაცდურის ანაზღაურების ან მათთვის სათანადო კომპენსაციის გადახდის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს უფლებადარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას.

დირექტორის გადაწყვეტილებებს შორენა ღლონტი, მაია მერკვილაძე და თეონა ბაკურიძე სასამართლოში ასაჩივრებს. მათ უფლებებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავს. იმს ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად აფასებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი