კომპანია „ბელავია“ 3, 10 და 17 მაისს ეპიზოდურ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს მინსკი-თბილისის მიმართულებით. ინფორმაციას ამის შეახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან მინსკი-ერევნის ტრანზიტულ მიმართულებაზე საქართველოს მოქალაქეების მზარდმა ნაკადმა განაპირობა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბელავიას ვებგვერდზე: ბელავია. Bყ. 2020 წლის 25 აპრილის მონაცემებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით, სამშობლოში დაბრუნდა 7 786 მოქალაქე. ცნობისთვის 27 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით კომპანია „ჯეორჯიან ერავეისი“ სხვადასხვა ქალაქიდან: ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან, ათენიდან, ამსტერდამიდან და ბერლინიდან თბილისის მიმართულებით სპეცრეისებს განახორციელებს.