ვირუსის გავრცელების პიკს ქვეყანა თვის ბოლოს მიაღწევს - თენგიზ ცერცვაძე

25 აპრილი 2020, 18:20 2307 ნახვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით აგრესიული ტესტირება კარგია ვირუსის შესაკავებლად, თუმცა მისივე განმარტებით ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ისინი მთელ მოსახლეობას გამოიკვლევენ, ან თუნდაც ნახევარს.

მისივე განცხადებით, მოსახლეობამ ამ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს. ქვეყნის მთავარი იმუნოლოგი  ამბობს, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკს თვის ბოლოს მიაღწევს.

"რაც მეტი ადამიანი იქნება გატესტილი ქვეყანაში ეს რა თქმა უნდა უკეთესია, მაგრამ იმ ქვეყნებში სადაც აგრესიული ტესტირება ტარდება მასობრივად და ამ მხრივ ლიდერობენ გერმანია, სამხრეთ კორეა ეს არის მოსახლეობის მცირე ნაწილი, ამ ქვეყნებში მაინც 8-9 პროცენტია გამოკვლეული, 90 % მაინც არა გამოკვლეული. ​კოვიდზე აგრესიული ტესტირებით ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ მთელ მოსახლეობას გამოვიკვლევთ, ან თუნდაც ნახევარს. გერმანიამ 10% მოსახლეობა გამოიკვლია მხოლოდ.

მე ვფიქრობ რომ ჯერ იქნება მატება სადღაც თვის ბოლოს მივაღწევთ პიკს, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ შეიძლება წავიდეს დაღმავალი გზით, ჩემი აზრით ამ ვირუსთან მოგვიწევს თანაცხოვრება, კოჰაბიტაცია. შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობის და შეზღუდვების კარანტინის შემსუბუქება, რაც გარდაუვალია ქვეყანა ვერ იარსებებს ამ პირობებში, რაც მთავარია ქვეყანა უნდა გამოვიდეს ეკონომიური რეცესიისგან. ჩვენ მოგვიწევს კოჰაბიტაცია ამ ვირუსთან, უნდა შევეგუოთ იმას რომ კოვიდის ცალკეული ან ათეული შემთხვევები იქნება.

მან არ უნდა გამოიწვიოს გადაძაბვა ან იმის შიში რომ ათასეულობით გაიზრდდება. მომავალში როცა შევაჩერებთ ამ პანდემიის შეჩერებას ამის შემდეგ ჩვენ შეიძლება მოვიქცეთ ისე როგორც ვიქცევით გრიპის მიმართ, ამისთვის აუცილებელია ეპიდემია იყოს შეჩერებული და დაშვებული დაღმავალი გზისკენ, ამაში მასიური ტესტირება დაგვეხმარება"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი