"პლაქვენილის“ გამოყენება ხდება მხოლოდ საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებთან. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ დღეს ჟურნალისტებს პირველ საუნივერისტეტო კლინიკაში მედიკოსებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისივე განცხადებით, შეხვედრაზე იყო საუბარი იმ მიდგომებზე, რომელსაც კორონავირუსთან საბრძოლველად ცალკეული კლინიკები იყენებენ. მან ამ მხრივ ბათუმის გამოცდილებაზე ისაუბრა, სადაც პაციენტების განსაკურნებლად ოზონო თერაპია გამოიყენეს.
"ცალკე მედიკამენტებზე არ ყოფილა მსჯელობა, თუმცა ამ საკითხსაც შევეხეთ, იყო საუბარი ამ დროს გავრცელებულ პლაქველინთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ პროტოკოლში რჩება ოფიციალურად. ის უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაცინტებს. გარდა ამისა იყო საუბარი ზოგიერთ ახალ მიდგომაზე, რომელსაც საქართველოში ცალკეული კლინიკები იყენებენ, იყო ბათუმის გამოცდილებაზე საუბარი რომლებმაც ოზონო თერაპია გამოიყენეს და წინასწარი მონაცემებით მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ეს თერაპია და სამ პაციენტს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს. ყველაზე საუკეთესო შედეგში ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ მეცამედე და მეთოთხმეტე დღეს, ზოგს სულაც 2 თვის შემდეგ, ოზონო თერაპია გულისხმობს ოზონის შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.