28 აპრილს სპეცრეისით ქართველი მეზღვაურები კოპენჰაგენში გაემგზავრებიან

25 აპრილი 2020, 17:13 7318 ნახვა

28 აპრილს, სპეციალური ავიარეისით ქართველი მეზღვაურები თბილისიდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან, დანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი - სამშობლოში დაბრუნდებიან. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

"ავიაკომპანია “Georgian Airways” შეასრულებს რეისს - თბილისი-კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით, რომლითაც 22 ქართველი მეზღვაური, მათ შორის 1 კადეტი, კოპენჰაგენში გაემგზავრება. მეზღვაურები გამგზავრებამდე ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

ამავე ავიარეისით, საქართველოს მთავრობისა და საკრუინგო კომპანია "Elvictor Crew Management Service"-ის შეთანხმების საფუძველზე, დანიაში და სკანდინავის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

პანდემიის პერიოდში მეზღვაურები, ისევე როგორც ექიმები, პოლიციელები, ფრონტის წინა ხაზზე არიან. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) მიიჩნევს, რომ კრიზისის გადალახვა შეუძლებელი იქნება საზღვაო ტრანსპორტისა და გადაზიდვების მხარდაჭერის გარეშე. IMO-ს გენერალურმა მდივანმა სახელმიფოებს მისცა რეკომენდაცია მეზღვაურის პროფესია განიხილონ ე.წ. “საკვანძო პროფესიად” და ხელი შეუწყონ მეზღვაურთა როტაციას გემებზე. საქართველოსთვის მეზღვაურები საკვანძო პროფესიად რჩებიან. სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, საქართველოს ნავსადგურებში ქართული ეკიპაჟის შეცვლის პროცესი არც პანდემიის პირობებში შეფერხებულა. 

აქტიური მუშაობა მიმდინარეობს შორეულ ნაოსნობაში მყოფი ეკიპაჟის წევრების რეპატრიაციასთან დაკავშირებით და მეზღვაურთა დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა ინდივიდუალურ რეჟიმში ხორციელდება"- წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი