აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

25 აპრილი 2020, 11:16 2486 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ინფიცირებული ახაგაზრდა ქალია, რომელიც საქართველოშ სარფის გამშვები პუნქტიდან სამი დღის წინ შემოვიდა და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით აჭარაში კორონავირუსი კიდევ 2 პირმა დაამარცხა და მათ საავადმყოფო დატოვეს.

"დღეს დილის მონაცემებით დაგვემატა 1 შემთხვევა, რომელიც სამი დღის წინ გადმოვიდა სარფის გამშვები პუნქტიდან და იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში. გვაქვს სასიხარულო ამბავი გვყავს 2 გამოჯანმრთელებული რომელმაც დატოვეს კლინიკა. ჯამში ამ დროისთვის გვყავს 37 ლაბორატორიული შემთხვევა და 15 გამოჯანმრთელებული.

ქობულეთის კლასტერში გვყავს 35 დადასტურებული შემთხვევა, მათ ირგვლივ კონტაქტების რაოდენობა არის 550-მდე, აქედან 400 არის უკვე ლაბორატორიულად დიაგნოსტირებული. განმეორებით ტესტირებას ვატარებთ იმ პირებში რომლებსაც უსრულდებათ იზოლაციის პერიოდი. ზოგადი მდგომარეობა არის კონტროლს დაქვემდებარებული, თუ კი ეს იზოლაციის წესები დაირღვევა თითოეული ჩვენგანი არ დავიცავთ იმ წესებს რაც არის სოცილაური დისტანცირება, კონტაქტირების შემთხვევაში უსაფრთხოების წესების არ დაცვის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება სიტუაცია დაგვეძაბოს და განვითარდეს უკონტროლო მატება"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ აჭარაში დაიწყო სამედიცინო პერსონალის ტესტირება, მათ შორის იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ცხელების ცენტრის მედპერსონალი ყველას პასუხი გახლდათ უარყოფითი.  მათივე განცხადებით, იგეგმება საკარანტინო სივრცეში დასაქმებული პირებისა და ყველა რისკჯგუფის ტესტირებას.

ცხელების ცენტრებში 29 პირის პასუხს ელოდებიან, რომელიც დღის ბოლოს გახდება ცნობილი

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში