რამდენს დახარჯავს მთავრობა კრიზისთან ბრძოლაში?

24 აპრილი 2020, 15:55 1388 ნახვა

კრიზისული მენეჯმენტისთვის მთავრობამ ჯამში 3 მილიარდ 500 მილიონს დახარჯავს, საიდანაც 1 მილიარდ 35 მილიონი მოქალაქეების ფინანსურ და სოციალურ დახმარებას მოხმარდება, ეკონომიკაზე ზრუნვასა და კერძო მეწარმეების მხარდაჭერას 2 მილიარდ 110 მილიონი მოხმარდება, ჯანდაცვის სისტემი გაძლიერებასა და პანდემიასთან საბრძოლველად კი 350 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს რომლებიც წინა ხაზზე არიან ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში, იმ ხალხს, რომლებიც რჩებიან სახლში, რომ გაუმკლავდეთ ამ ვირუსს, თითოეულ საჯარო მოხელეს, კერძო სექტორის წარმომადგენელს, თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც დახმარება გაუწია კორონა ვირუსის წინააღმდეგ შექმნი ფონდს, ქართუ ფონდს და ბიძინა ივანიშვილს იმ წვლილისთვის, რომელიც ამ ბრძოლაში მან შეიტანა, როგორც ფინანსური, ასევე მისი პირადი ჩართულობით მენეჯმენტის ნაწილში„ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი