„თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან

02 თებერვალი 2025, 16:28 162 ნახვა

„თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

დედაქალაქში მიმდინარე აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. 

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღმაშენებლის ხეივნიდან მსვლელობით საქართველოს პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

თბილისის შესასვლელთან დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში