ბოლო ერთი თვის განმავლობაში მედიკამენტების შეძენისთვის 200 ლარიანი ვაუჩერით 425-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. გეგმური ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსებით კი 89 ბენეფიციარმა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
უწყებაში ამბობენ, რომ შშმ პირების, ვეტერანების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, მარჩენალდაკარგულების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება გრძელდება.