საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება გრძელდება. რომი-თბილისის რეისით ქვეყანაში 183 მოქალაქე დაბრუნდა. მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, შემდეგ კი საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.
14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო თვე ნახევრის განმავლობაში განხორციელდა 25-ზე მეტი ავიარეისი და შედეგად, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა.