ინტოქსიკაცია საკარანტინო სივრცეში

21 აპრილი 2020, 20:17 2176 ნახვა

სასტუმრო „სპუტნიკში“ არსებულ საკარანტინო სივრცეში  მხოლოდ 2 ადამიანის მოწამვლა დაადასტურა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. მკურნალობა მათ  სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდათ საიდანაც  მეორე დღეს  კვლავ საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს. კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა ყველა იმ პირს, რომელიც საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა.

ინტოქსიკაციის  რეალურ მიზეზს ლაბორატორიის დასკვნა დაადგენს. სასტუმრო ‘სპუტნიკში“ არსებულ საკარანტინო სივრცეს  კვების ობიექტი „ახალი გემი“ ამარაგებდა. მათ მიერ  გავრცელებულ წერილობითი განმარტებაში, ნათქვამია, რომ ობიექტი  კვებით მომსახურებას 5 სასტუმროში განთავსებულ საკარანტინო სივრცეს უწევს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი