"ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო რთულდება ინფიცირების წყაროს დადგენა. შემდგომი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ ფაზაში"- ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვების.
"უნდა გავაგრძელოთ შეზღუდვები, რათა მას მოვაყოლოთ ამ შეზღუდვების მოხსნი ფაზა. 27 აპრილიდან დაიწყება გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან სპეციალისტების პროგნოზით 2-3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემდეგ აქტიურად შევძლებთ, დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნა. საქართველოს მთავრობამ დღეს პრეზიდენტს გაიგზავნა მიმართვა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივების თაობაზე"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.'