კომუნალურ შეღავათებზე უარი 3 534-მა პირმა თქვა

21 აპრილი 2020, 15:42 2109 ნახვა

ხელისუფლების მიერ დაწესებულ კომუნალურ შეღავათებზე მარტში  უარი 3  534-მა ადამიანმა განაცხადა.  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 მაისია.

მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი,მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.

გარდა ამისა, კომუნალური შეღავათების ფარგლებში წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი დაეფარება ყველა კონკრეტულ აბონენტებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში