მიცვალებულთა ხსოვნის დღე და დაკეტილი სასაფლაოები

20 აპრილი 2020, 18:07 1459 ნახვა

კორონავირუსის საფრთხის ქვეყანაში სასაფლაოებს სამართალდამცველები აკონტროლებენ. 4 დღის წინ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასაფლაოები ათი დღით დაიკეტა. გადაადგილების აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვას.

ტაძრებში შესრულდა მიცვალებულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი, ბათუმის და ლაზეთის ეპარქიამ მრევლს მოუწოდა რომ სასაფლაოზე გასვლისგან თავი შეეკავებინათ და მოქალაქეებს სახელები ელექტრონულად მიეწოდებინათ ნიონათ. ტაძრებში ხალხმრავლობა არ ყოფილა, დაცული იყო სოციალური დისტანცია. დარღვევების ფაქტი არ დაფიქსირებულა სასაფლაოზეც.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში